top of page
𝐓𝐡𝐞 𝐄𝐫𝐨𝐭𝐢𝐜 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐧𝐚𝐫𝐚 – მანარას ეროტიკული ტარო

 

 

ენა – მრავალენოვანი

 

ავტორი – შექმნილია მილო მანარას (Milo Manara) ნამუშევრებით

 

სტილი – საავტორო/რაიდერ-უეიტ-სმიტი(RWS)/ორაკული

 

არკანების რაოდენობა – 78

 

ზომა – 10სმ X 6სმ (±3მმ)

 

ხარისხი – ორიგინალი


ორიგინალის გამოშვების წელი – 2000/2003/2005/2006/2012/2016

 

ახსნა-განმარტებები – QR კოდით (ელექტრონული)

 

შეფუთვა – დასტას აქვს შავი პრიალა ჭრა და მოთავსებულია თუნუქის კოლოფში

𝐓𝐡𝐞 𝐄𝐫𝐨𝐭𝐢𝐜 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐧𝐚𝐫𝐚 – მანარას ეროტიკული ტარო

SKU: 10091
73,00GELPrice
  • "მანარას ეროტიკული ტარო" ყველაზე ცნობილი დასტაა კატეგორიაში "სრულწლოვანთათვის". თავისი გულახდილობითა და სითამამით, ის ერთდროულად არის მომხიბვლელიც და შოკისმომგვრელიც. ამავდროულად, ეს დასტა ღრმად გვძირავს ადამიანთა შორის ურთიერთობებისა და შთაბეჭდილებების საიდუმლო სამყაროში.

    ბარათების გამოსახულებები საკმაოდ გულწრფელი, მგრძნობიარე და ღრმაა თავისი მნიშვნელობით. საოცარი სიზუსტით ხდის ფარდას ფარულ მოტივებს, რომელთა აღიარებაც ზოგჯერ საკუთარ თავთანაც გვიჭირს.

    ყველაზე ხშირად, ამ ტაროს  ურთიერთობის საკითხებზე კონსულტაციისას იყენებენ. თუმცა, ეს არ არის ამ დასტის სრული შესაძლებლობა. სინამდვილეში, ის გაცილებით მეტია, ვიდრე პიკანტური სურათების ნაკრები. ბარათებზე გამოსახული არკანების სიღრმე ნამდვილ გაოცებას და აღტაცებას იწვევს მათში, ვინც ამ ინსტრუმენტით მუშაობს. "მანარას ეროტიკული ტარო"-ს მთავარი უპირატესობა ვლინდება არა იმდენად პროგნოზების გაკეთებისას, რამდენადაც კლიენტთან ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მუშაობის დროს.

    თავად მილო მანარა ცნობილი იტალიელი მხატვარია, რომელმაც სახელი გაითქვა ეროტიკული შინაარსის კომიქსებით. მისი ნამუშევრები დაჯილდოვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიით. მანარას შემოქმედება აღფრთოვანებას იწვევს თავისი ინდივიდუალიზმით, საინტერესო გრაფიკითა და განსაკუთრებული განწყობით.

    თავად მხატვარს ტაროს შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ცნობილ იტალიურ ტაროს მწარმოებელ კომპანიას "Lo Scarabeo" მისცა უფლება თავისი კომიქსებით აეწყოთ ტაროს ეს შესანიშნავი დასტა. პირველად იგი 2000 წელს გამოიცა. მას შემდეგ ეს დასტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქტიკოსი ტაროლოგებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასტაა მთელ მსოფლიოში. "მანარას ეროტიკული ტარო" შესანიშნავი ინსტრუმენტია ადამიანურ ურთიერთობებში წარმოქმნილი სულის ფსიქოლოგიური სირთულეებისა და პრობლემების ამოსახსნელად.

bottom of page