top of page
სასანთლე "ლითონის ლოტოსი"

ზომა – 4სმ (სიმაღლე) X 4სმ (სიგანე)

 

მასალა – ლითონის შენადნობი

 

ფერი – ბრინჯაოსფერი

 

სასანთლე "ლითონის ლოტოსი"

SKU: 40014
12,00GELPrice
  • ლოტოსი (ლათ. Nelumbo) — წყლისა და ხმელეთის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეა. მისი ყვავილი გამოირჩევა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სიმბოლური დატვირთვითაც. ის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის კულტურასა და რელიგიაში.

    მიიჩნე, რომ ლოტოსის ყვავილი სულიერი განვითარებისა და შინაგანი ზრდის სიმბოლო. განასახიერებს სიწმინდეს, სრულყოფილებას, დახვეწილობას და  სულიერი სისუფთავისკენ სწრაფვას.

    ლოტოსის ყვავილის ფილოსოფიური მნიშვნელობა – "ზეციური (ღვთაებრივი) სიწმინდისკენ სწრაფვა მატერიალური სამყაროსგან განშორებით", მომდინარეობს თავად წყალმცენარის ბუნებრივი თავისებურებებიდან. ლოტოსი ძირითადად ჭაობებში, ტალახში და დაგუბებულ წყლებში იზრდება, რის გამოც მისი ფესვები მოთავსებულია ჭუჭყში. თუმცა, ეს ლანდშაფტი ყვავილზე გავლენას არ ახდენს. მისი ყვავილის ფურცლები და ფოთლები ინარჩუნებენ სისუფთავეს, ყვავიან და სილამაზით ატკბობენ მზერას. ლოტოსის ყვავილი ამას ახერხებს ჰიდროფობიურობის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეინარჩუნოს მხოლოდ წყლის მოლეკულები და გამოდევნოს გარე, მავნე ნაწილაკები.

    გარდა ამისა, ზოგიერთ კულტურაში იგი ასოცირდება აღდგომის, განახლების, თავიდან დაბადების თემასთან, რაც დაკავშირებულია ამ წყალმცენარის განსაკუთრებული რეგენერაციის უნართან.

    ამასთანავე, ლოტოსის ყვავილს აქვს მარადიულობის (უკვდავების) სიმბოლური მნიშვნელობაც. ამ წყალმცენარეს შეუძლია თესლის გამომუშავება რამდენიმე ასეული წლის მანძილზეც კი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ფარაონები ლოტოსის ყვავილის გვერდით იყვნენ წარმოდგენილი.

bottom of page