top of page
𝐃𝐞𝐜𝐚𝐦𝐞𝐫𝐨𝐧 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 – ტარო "დეკამერონი"

 

 

ენა – მრავალენოვანი

 

ავტორები – ლუჩიანო სპადანუდა/Luciano Spadanuda (იდეა), ჯიაჩინტო გაუდენცი/Giacinto Gaudenzi (მხატვარი)

 

სტილი – საავტორო/რაიდერ-უეიტ-სმიტი(RWS)/ორაკული

 

არკანების რაოდენობა – 78

 

ზომა – 10სმ X 6სმ (±3მმ)

 

ხარისხი – ორიგინალი


ორიგინალის გამოშვების წელი – 2002/2006/2012

 

ახსნა-განმარტებები – QR კოდით (ელექტრონული)

 

შეფუთვა – დასტას აქვს ჟოლოსფერი პრიალა ჭრა და მოთავსებულია თუნუქის კოლოფში.

𝐃𝐞𝐜𝐚𝐦𝐞𝐫𝐨𝐧 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 – ტარო "დეკამერონი"

SKU: 10092
73,00GELPrice
  • ცნობილი იტალიელი ილუსტრატორის, ჯიაჩინტო გაუდენცის და ეროტიკული კულტურის მკვლევრის, ლუჩანო სპადანუდას მიერ შექმნილი დასტა გაბედულად და სექსუალურ ასპექტებზე ძლიერი აქცენტებით ინტერპრეტირებს ბოკაჩოს "დეკამერონის" მიწიერ სამყაროს. სხვა ეროტიკული ტაროს დასტებისგან განსხვავებით, "დეკამერონში" გამოსახულია ხორციელი სიამოვნების თავგადასავლებში მყოფი ადამიანების მრავალფეროვანი გალერეა. ბუნებრივია, იდეალური ასაკის და სილამაზის აღქმა ინდივიდუალური და  განსხვავებულია და ეს დასტაც შესანიშნავად ახერხებს ამ მრავალფეროვნების დემონსტრირებას მახვილგონიერი თამაშ-თამაშით.

    "დეკამერონი" ყველაზე პოპულარული დასტაა "მანარას" შემდეგ ამ ჟანრის ტაროს დასტებს შორის. პრაქტიკოსებს ის უყვართ პირდაპირობისთვის, თვალნათლად გამოკვეთილი დეტალების და ყველაზე რთული ურთიერთობების მარტივად აღწერის უნარის გამო. ამ დასტასთან მუშაობას გარკვეული გამბედაობა სჭირდება - ის აჩვენებს სიმართლეს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს სიმართლე თქვენ. მასთან მუშაობისას ცხადი ხდება, რომ ის გვესაუბრება არა უბრალოდ სექსზე, არამედ იმაზეც, თუ რას ვეძებთ ურთიერთობაში ფსიქოლოგიურ და ემოციურ დონეზე. ამასთან, გმირების საგულდაგულოდ გამოხატული ემოციური სახეები საშუალებას იძლევა დავინახოთ გაშლის ადრესატების ზუსტი ფსიქოლოგიური პორტრეტები.

bottom of page