top of page
𝐖𝐡𝐞𝐞𝐥 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐘𝐞𝐚𝐫 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 - ტარო "წლის ბორბალი"

 

 

ენა – მრავალენოვანი

 

ავტორები – მარია კარატი/Maria Caratti (იდეა); ანტონელა პლატანო/Antonella Platano (მხატვარი)

 

სტილი – საავტორო/რაიდერ-უეიტ-სმიტი(RWS)

 

არკანების რაოდენობა – 78

 

ზომა – 10სმ X 6სმ (±3მმ)

 

ხარისხი – რეპლიკა

 

ორიგინალის გამოშვების წელი – 2011

 

ახსნა-განმარტებები – QR კოდით (ელექტრონული)

 

არკანების გალერეა შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ

𝐖𝐡𝐞𝐞𝐥 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐘𝐞𝐚𝐫 𝐓𝐚𝐫𝐨𝐭 - ტარო "წლის ბორბალი"

SKU: 10041
42,00GELPrice
  • ტარო "წლის ბორბალი" წელიწადის ოთხ მშვენიერ სეზონში სამოგზაუროდ გვეპატიჟება. ეს მოგზაურობა აღბეჭდილია იმედით, სიცოცხლის სიხარულით, შეგრძნებებით, შემოქმედებითობით და ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს ჩვენს განუყოფელ კავშირს დედამიწასთან.

    უხსოვარი დროიდან ადამიანი თაყვანს სცემდა ბუნებრივი ციკლების ამოუხსნელ ძალას, აკვირდებოდა სეზონების ცვლილებას და ჯადოსნურ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. ბევრ კულტურაში ამ ფენომენს მოიხსენებენ, როგორც "წლის ბორბალი". იგი ბრუნავს, არასდროს ჩერდება და ასე გავდივართ ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპს - დაბადება, ზრდა, სიმწიფე, დაბერება და ბოლოს, გარდაცვალება.

    ტაროს ამ დასტის აკვარელით შექმნილი მკაფიო სახე-ხატების უკიდეგანო სამყარო, დატვირთული ფანტასტიკური სიმბოლიზმით, სავსეა  სილამაზითა და დედაბუნების სიბრძნით, რომელიც ახალი შტრიხებით და შინაარსებით ამდიდრებს ტაროს ბარათების კლასიკურ მნიშვნელობებს.

bottom of page