top of page

ძიების შედეგები

8 results found

  • დღევანდელი“მე” სარკეში: სულის ანარეკლები

    ჩვენი ცხოვრების გარეგნული მოვლენები ხშირად შინაგანი, უხილავი პროცესების ანარეკლია. ეს სესია არის მოგზაურობა ქვეცნობიერის იმ შრეებში, სადაც ინახება თქვენი ჩვეული ქცევის მოდელები, ფარული შიშები და ის ენერგეტიკული რესურსი, რომელიც გარდამტეხ ეტაპზე წინსვლისთვის გჭირდებათ. აქ ტარო გვევლინება როგორც სულის სარკე – ის არ გიჩვენებთ მომავალს, არამედ გეხმარებათ დაინახოთ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ პრიზმაში, რომელიც აქამდე დაფარული იყო თქვენთვის. სესიის განმავლობაში ჩვენ ერთად ვაანალიზებთ თქვენს შინაგან მზაობას ცვლილებებისადმი: რა გიბიძგებთ ქვეცნობიერად ერთი და იმავე შეცდომებისკენ და სად არის ის წერტილი, საიდანაც თქვენი პიროვნული ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს. ეს არის შესაძლებლობა, გარდაქმნათ შინაგანი ბლოკები შემოქმედებით ენერგიად. სესია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გულწრფელი დიალოგი საკუთარ თავთან და მზად არის ღრმა პიროვნული ტრანსფორმაციისთვის, რათა გათავისუფლდეს განმეორებადი ციკლებისგან, მოიპოვოს შინაგანი თავისუფლება და შექმნას ახალი, გააზრებული რეალობა. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 90 წუთი. • ღირებულება: 180 ₾. • სპეციფიკა: ეს არის ღრმა თვითრეფლექსიის სესია, რომელიც გეხმარებათ ქვეცნობიერი ბლოკების გააზრებაში, საკუთარ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობაში და ამჟამინდელი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავლისა და რესურსების პოვნაში.

  • სტრატეგიული ხედვა: გზა და პერსპექტივა

    სამყაროში არაფერია შემთხვევითი – ყოველი დიდი მიღწევა მკაფიო ხედვისა და დროული მოქმედების ნაყოფია. ეს სესია მათთვისაა, ვინც საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობას უყურებს როგორც დიდ ტილოს, სადაც ყოველ წერტილს თავისი წონა და მნიშვნელობა აქვს. სიმბოლოების სისტემური ანალიზის მეშვეობით, ჩვენ გავდივართ ზედაპირული მოლოდინების მიღმა, რათა დავინახოთ თქვენი ჩანაფიქრების 'სიცოცხლისუნარიანობა'. ეს პროცესი ჰგავს მაღალი წერტილიდან რელიეფის დათვალიერებას: ჩვენ ვპოულობთ ფარულ წინააღმდეგობებს, ვაფასებთ რესურსების განაწილებას და ვადგენთ იმ ოპტიმალურ ტრაექტორიას, რომელიც სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. აქ ტარო არ არის მხოლოდ პროგნოზის საშუალება – ის არის მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება შეაფასოთ გარემოებები და განსაზღვროთ ძალისხმევის ხარისხი: როდის არის საჭირო აქტიური მოქმდება და როდის – გონივრული დაყოვნება. ეს სესია საშუალებას გაძლევთ გარდაქმნათ ქაოტური შესაძლებლობები მკაფიო სამოქმედო გეგმად, სადაც თქვენი ნება და მოვლენათა ლოგიკა ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმება. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 60 წუთი. • ღირებულება: 120 ₾. • სპეციფიკა: ორიენტირებულია ცხოვრებისეული მიზნებისა და ფარული შესაძლებლობების გამოვლენაზე, რაც გაძლევთ საყრდენს გრძელვადიანი პერსპექტივის დასანახად და სწორი მიმართულების ასარჩევად.

  • კრიზისული ეტაპების ანალიზი

    ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც ძველი სტრუქტურები ინგრევა, ახალი ორიენტირები კი ჯერ არ ჩანს. სტაგნაცია, რთული გარემოებები, გაურკვეველი ცვლილებები ან იდენტობის კრიზისი – ეს არ არის უბრალოდ „პრობლემები“, ეს არის გარდამავალი ფაზები, რომლებიც მოითხოვს არა ზედაპირულ პასუხებს, არამედ სიტუაციის სრულმასშტაბიან, მრავალგანზომილებიან გააზრებას. იმისათვის, რომ გზა განვაგრძოთ, ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ამ ქაოტური გარემოს რომელ წერტილში ვიმყოფებით. ეს ფორმატი განკუთვნილია მათთვის, ვინც ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზეა და სჭირდება არა უბრალოდ „დიაგნოზი“, არამედ პროცესის სიღრმისეული გააზრება. ეს არ არის მარტივი ინტერაქცია: სესია მოითხოვს ინტელექტუალურ და ემოციურ მზაობას, რათა ერთად ჩავუღრმავდეთ რეალობის იმ შრეებს, რომლებიც ემოციური დაძაბულობის გამო ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სესიის განმავლობაში ჩვენ ვატარებთ თქვენი მიმდინარე ცხოვრებისეული ველის სრულფასოვან კვლევას და დეტალურად ვაანალიზებთ სამ ფუნდამენტურ მიმართულებას: – მოვლენათა დინამიკა: საიდან მოდის მიმდინარე პროცესი, რა ფარული გავლენები განსაზღვრავს მას და საით მიისწრაფვის იგი რეალურად? – ფსიქო-ემოციური მდგომარეობა: როგორ აღიქვამთ მიმდინარე მოცემულობას, რა შინაგანი ბარიერები გიშლით ხელს და რა რესურსი გაქვთ, რომელსაც ვერ ამჩნევთ? – სტრატეგიული პერსპექტივა: რა არის გადამწყვეტი თქვენი სტაბილურობის შესანარჩუნებლად და რა მიდგომებით შეგიძლიათ მართოთ ეს ტრანსფორმაცია გააზრებულად? ეს არის კომპლექსური, მრავალშრიანი კვლევა, რომელიც გეხმარებათ ემოციური ქაოსის სტრუქტურირებულ ცოდნად გარდაქმნაში და გაძლევთ მყარ საწყის წერტილს შემდგომი სტრატეგიული მოქმედებისთვის. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 90 წუთი. • ღირებულება: 150 ₾. • სპეციფიკა: მოიცავს რთული, გარდამავალი პერიოდების სიღრმისეულ ანალიზს, ფსიქო-ემოციური ფონის შეფასებას და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებას.

  • ენერგეტიკული სტაბილიზაცია: მხარდაჭერა

    არის მომენტები, როდესაც ყოველდღიური აქტიურობა თუ ინტელექტუალური ანალიზი საკმარისი აღარ არის – საჭიროა გაჩერება, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და ძალების აღდგენა. ეს სესია განკუთვნილია მათთვის, ვინც განიცდის ემოციურ გამოფიტვას, ძლიერ სტრესს, დაბნეულობას ან ენერგეტიკულ დისბალანსს. სესიის ფარგლებში ჩვენ არ ვეძებთ რთულ სტრატეგიებს. ვფოკუსირდებით თქვენს მიმდინარე მდგომარეობაზე, რათა ვიპოვოთ ის „საყრდენი წერტილი“, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის აღდგენაში. სიმბოლოების ენის მეშვეობით, ჩვენ ვუსმენთ სამყაროს მხარდამჭერ გზავნილებს და ერთად ვპოულობთ იმ უხილავ შესაძლებლობებსა და რესურსებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არსებობს, მაგრამ გადაღლილობის გამო შესაძლოა შეუმჩნეველი გრჩებათ. ეს არის თერაპიული ხასიათის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ენერგეტიკული ველის სტაბილიზაციას და შინაგანი მთლიანობის განცდის აღდგენას. აქ ტარო გვევლინება როგორც მეგზური, რომელიც მიგანიშნებთ, სად იპოვოთ ძალა შემდგომი ნაბიჯებისთვის და როგორ იგრძნოთ სამყაროს მხარდაჭერა ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: ● ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • I ვარიანტი (ერთჯერადი სესია): 45 წუთი – 90 ₾. • სპეციფიკა: განკუთვნილია მიმდინარე ემოციური დაძაბულობის შემცირების სწრაფი ეფექტისა და შინაგანი ბალანსის ოპერატიულად აღდგენისთვის. • II ვარიანტი (შემეცნებით-თერაპიული კურსი): • 5 შეხვედრა (კვირაში 1 სესია, თითო სესიის ხანგრძლივობა – 45 წუთი) • კურსის ღირებულება – 400 ₾. • კურსის სპეციფიკა: მიზნად ისახავს სისტემურ და ეტაპობრივ მუშაობას შინაგანი რესურსების გასააქტიურებლად, გრძელვადიანი ფსიქო-ენერგეტიკული სტაბილურობის მისაღწევად და მყარი საყრდენი წერტილების ჩამოსაყალიბებლად.

  • ექსპრეს-ანალიზი

    ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც საჭიროა არა ვრცელი კვლევა, არამედ წერტილოვანი სიზუსტე და მყისიერი სიცხადე. ექსპრეს-ანალიზი არის თქვენი სიტუაციის ოპერატიული დიაგნოსტიკა, სადაც ყოველი ეზოთერული სიმბოლო კონცენტრირებულ პასუხად გარდაიქმნება. ეს ფორმატი სპეციფიკურია თავისი მკაცრი ფოკუსით: ის ორიენტირებულია ექსკლუზიურად ერთი, კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ დამუშავებაზე. სესიის განმავლობაში ვფილტრავთ „ინფორმაციულ ხმაურს“ და ვავლენთ იმ ფარულ დინამიკას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან ერთ კონკრეტულ საკითხს ახლავს. იქნება ეს პროფესიული დილემა, არჩევანი ორ ალტერნატივას შორის თუ მიმდინარე მდგომარეობის სწრაფი ექსპერტიზა – სესია გეხმარებათ დაინახოთ მოვლენის არსი და მიიღოთ გადაწყვეტილება ემოციური ფონის გარეშე, მშრალ და ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით. ექსპრეს-მიდგომა გამორიცხავს გაფანტულობას და მთელ ანალიტიკურ რესურსს მიმართავს თქვენი შეკითხვის ბირთვზე. ვახდენთ იმ კონკრეტული საკითხის დიაგნოსტიკასა და კორექციას, რომელიც მოცემულ მომენტში პრიორიტეტულია თქვენთვის. ეს არის სტრუქტურირებული მზერა მიმდინარე მომენტზე, რომელიც გაძლევთ მკაფიო ორიენტირს იქ, სადაც მანამდე ბუნდოვანება იყო. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 20 წუთი. • ღირებულება: 50 ₾. • სპეციფიკა: განკუთვნილია მიმდინარე მომენტში არსებული ერთი, კონკრეტული და მწვავე საკითხის ოპერატიული შეფასებისთვის.

  • მომავლის პროექცია: 12 არქეტიპული სახლი

    დრო არ არის მხოლოდ ხაზოვანი მონაკვეთი; ის ციკლური პროცესია, სადაც თითოეულ ეტაპს თავისი ლოგიკა და ენერგია აქვს. ეს სესია საშუალებას გაძლევთ გაიხედოთ წინ და დაინახოთ თქვენი ცხოვრების მომავალი 12 ფუნდამენტური მიმართულებით. ზოდიაქალური სახლების არქეტიპული სისტემის გამოყენებით, ჩვენ ვაანალიზებთ მოვლენათა შესაძლო განვითარებას მომდევნო 3 ან 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში: პიროვნული ზრდა, ფინანსური ნაკადები, სოციალური კავშირები, ოჯახური დინამიკა, თვითრეალიზება და კარიერული შესაძლებლობები. ეს არ არის ინფორმაცია “პასიური მოლოდინისთვის” – ეს არის მომავლის ანალიზი იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვროთ და შეძლოთ საკუთარი რესურსების ოპტიმალურად განაწილება და მნიშვნელოვანი პერიოდების კეთილგონივრულად გავლა. სესიის განმავლობაში ჩვენ ვადგენთ მომდევნო პერიოდის თქვენს ინდივიდუალურ „ენერგეტიკულ რუკას“, სადაც იკვეთება ხელსაყრელი პერიოდები ახალი წამოწყებებისთვის და ის გარდამავალი წერტილები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს არის ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს სამყაროს რიტმებთან სინქრონში თანაცხოვრება და საკუთარი მომავლის გაცნობიერებულად ფორმირება. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 90 წუთი. • ღირებულება: 200 ₾. • სპეციფიკა: ფუნდამენტური და მასშტაბური ანალიზი, რომელიც მოიცავს 3 ან 6 თვის (თქვენი არჩევანით) პერსპექტივის განხილვას ცხოვრების ძირითადი სფეროების – 12 "არქეტიპული სახლის" ჭრილში. სესია ორიენტირებულია დაგეხმაროთ გლობალური სურათის აღქმასა და მოვლენების გაცნობიერებულ დაგეგმვაში.

  • პრაგმატული დიაგნოსტიკა: კითხვა-პასუხი

    არსებობს მომენტები, როდესაც არ გჭირდებათ გლობალური კრიზისების მართვა ან ცხოვრებისეული სცენარების ხანგრძლივი ფილოსოფიური კვლევა. ხშირად რეალობა უფრო პრაგმატული ამოცანების წინაშე გვაყენებს და ასეთ დროს თქვენ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული, კონკრეტული შეკითხვები ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან და გჭირდებათ მათზე მკაფიო, სტრუქტურირებული პასუხების მიღება. ეს სესია განკუთვნილია როგორც გამოცდილი ქვერენტებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან მანტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის სპეციფიკა, ისე მათთვის, ვინც პირველად მოდის კონსულტაციაზე, თუმცა მზად აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეკითხვები. ფორმატი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა და ამჯობინებს, პასუხები საკუთარ კონკრეტულ შეკითხვებზე მიიღოს – ხანგრძლივი ანალიტიკური და სისტემური სიღრმეების კვლევის გარეშე. სესიის განმავლობაში ჩვენ ერთდროულად ვმუშაობთ თქვენთვის პრიორიტეტულ ყველა საკითხზე. შეკითხვები შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების სრულიად განსხვავებულ სფეროებს, მიმდინარე გარემოებებს თუ გაურკვეველ სიტუაციებს – იქნება ეს ბიზნეს-სტრატეგია, ინტერპერსონალური კავშირები, მოკლევადიანი არჩევანი თუ კონკრეტული მოვლენების ანალიზი. ამდენად, ეს არის დინამიკური და მიზანმიმართული მუშაობის პროცესი, რაც ამ ფორმატს ჩემს პრაქტიკაში ყველაზე მოთხოვნად და ქმედით ინსტრუმენტად აქცევს. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: სესია „პრაგმატული დიაგნოსტიკა: მიზნობრივი შეკითხვები“ ეს არის ტაროლოგიური კონსულტაციის სტანდარტული ფორმატი, რომელიც ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული ვარიანტით. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მათგანი მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე: ● I ვარიანტი (ფოკუს-ფორმატი): • ხანგრძლივობა: 45 წუთი • ღირებულება: 90 ₾ რეკომენდებულია: კონკრეტული, მწვავე შეკითხვების ოპერატიული და მიზანმიმართული ანალიზისთვის. ● II ვარიანტი (სიღრმისეული ფორმატი): • ხანგრძლივობა: 90 წუთი • ღირებულება: 150 ₾ რეკომენდებულია: კომპლექსური საკითხების დეტალური განხილვისა და სიტუაციის ყველა შესაძლო შრის შესასწავლად.

  • პირადი კავშირების დინამიკა

    ადამიანური ურთიერთობები რთული, ცოცხალი სისტემებია, სადაც ხშირად ის, რაც ზედაპირზე ჩანს, მხოლოდ მცირე ნაწილია რეალური სურათისა. ეს სესია შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ პასუხებს, არამედ კავშირის არსის გააზრებას. სიმბოლოების ენის მეშვეობით, ჩვენ გავდივართ ყოფითი მოცემულობის მიღმა და ვაანალიზებთ იმ არქეტიპულ როლებსა და ქვეცნობიერ მოლოდინებს, რომლებსაც პარტნიორები ამ საერთო ველში ატარებენ. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ თქვენი კავშირის ანატომია: რა კვებავს მას, რა წარმოადგენს ბარიერს და სად გადის ზღვარი ინდივიდუალურ თავისუფლებასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას შორის. სესიის ფარგლებში ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ მომავლის მშრალ პროგნოზებს; ჩვენ ვიკვლევთ ენერგეტიკულ პოტენციალს – იმას, თუ რამდენად რესურსულია ეს კავშირი ორივე მხარისთვის და როგორია მისი განვითარების გზა. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ სიცხადე იქ, სადაც აქამდე მხოლოდ ემოციური ნისლი იყო, და აღმოაჩინოთ საყრდენი წერტილები გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • ხანგრძლივობა: 60 წუთი. • ღირებულება: 120 ₾. • სპეციფიკა: ორიენტირებულია პირადი, სასიყვარულო ან სხვა ტიპის პარტნიორული ურთიერთობების დინამიკის, ფარული ფაქტორებისა და კავშირის პერსპექტივების შესასწავლად.

VOX UNIVERSUM

© VoxUniversum, 2023-2026

bottom of page