
პასუხები. სიმშვიდე. მხარდაჭერა.
ტაროლოგიური სესიები
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ სამ თემატურ კატეგორიაში განთავსებულ კონსულტაციების რვა სხვადასხვა ფორმატს, რომლებიც შექმნილია თქვენი განსხვავებული საჭიროებებისა და შინაგანი მდგომარეობის გათვალისწინებით.
შეგიძლიათ მშვიდად დაათვალიეროთ და შეარჩიოთ ის გზა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება თქვენს ამჟამინდელ შეკითხვებს.
თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ეს სრულიად ბუნებრივია — ფორმატის საბოლოო დაზუსტება შესაძლებელია ჩვენი კომუნიკაციის პროცესში ან უშუალოდ სეანსის დაწყებამდეც.
თითოეული კონსულტაცია მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, სანდო და დაცულ გარემოში, სადაც მთავარი პრიორიტეტი თქვენი სიმშვიდე და სიცხადეა.
I. სტანდარტული სესიები: სწრაფი და მიზნობრივი ანალიზი
ყველაზე მოთხოვნადი ფორმატი თქვენში მომწიფებული შეკითხვების დროს
II. ტრანსფორმაციული სესიები: კრიზისები და სტრატეგიული დაგეგმვა
III. ფუნდამენტური სესიები: თვითშემეცნება და გლობალური პროექციები
მნიშვნელოვანი განმარტება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული მომსახურება:
-
არ ანაცვლებს სამედიცინო ან იურიდიულ პროფესიულ დახმარებას.
-
არ იძლევა მზა რეცეპტებს ან წინასწარ გარანტირებულ შედეგებს.
-
არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენს ნაცვლად.
ტაროკონსულტაცია არის პროცესი, რომელიც მუშაობს თქვენთან ერთად — თქვენი პიროვნული გამოცდილების, აქტუალური მდგომარეობისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)
1. საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება პირველი კონსულტაციისთვის? არა. სპეციალური ცოდნა ან წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. პროცესი ისეა აგებული, რომ თქვენი მხრიდან მხოლოდ ღიაობა და დიალოგისთვის მზაობაა საკმარისი.
2. აუცილებელია თუ არა შეკითხვების წინასწარ ჩამოყალიბება? მკაცრად განსაზღვრული შეკითხვები სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია წინასწარ მონიშნოთ ის თემები, რომლებიც თქვენთვის აქტუალურია. ეს და გვეხმარება, რომ მუშაობის პროცესში არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგვრჩეს.
3. როგორ მოვიქცე, თუ არ ვიცი, რომელი ფორმატი მჭირდება? ეს სრულიად ბუნებრივია. კონსულტაციის ფორმატის შერჩევა შესაძლებელია უშუალოდ ჩაწერის პროცესში, ჩვენი პირველადი კომუნიკაციის დროს, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.
4. რამდენად ეფექტურია ონლაინ კონსულტაცია? ონლაინ ფორმატი სრულფასოვნად მუშაობს. სეანსი მიმდინარეობს ვიდეოზარით, ცოცხალი დიალოგის რეჟიმში, რაც ქმნის იმავე სიღრმესა და კონტაქტს, რასაც პირისპირ შეხვედრა.
5. მივიღებ თუ არა ტაროსგან მზა გადაწყვეტილებას? არა. ტარო არ ერევა თქვენს თავისუფალ ნებაში და არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს ნაცვლად. იგი გეხმარებათ სიტუაციის მრავალმხრივ დანახვაში, რათა თავად გააკეთოთ გააზრებული და დამოუკიდებელი არჩევანი.
6. შეიძლება თუ არა, პასუხი ჩემთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს? კონსულტაციის მიზანი არ არის „სასიამოვნო“ ან „უსიამოვნო“ პასუხების გაცემა.კონსულტაციის მიზანია არსებული რეალობის სიღრმისეული და მშვიდი დანახვა, რაც სიცხადისთვის ყოველთვის სასარგებლოა.
7. რამდენად კონფიდენციალურია კონსულტაცია? კონსულტაცია სრულად კონფიდენციალურია. ყველაფერი, რაც სეანსის დროს ითქმება, რჩება მხოლოდ ჩვენს საკონსულტაციო სივრცეში.
8. შესაძლებელია თუ არა რამდენიმე თემის ერთდროულად განხილვა? დიახ, კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა საკითხის განხილვა, თუკი ეს თავსდება სეანსის დროსა და თქვენ მიერ შერჩეულ ფორმატში.
9. რას არ მოიცავს კონსულტაცია? ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, მე არ ვმუშაობ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დიაგნოსტირებაზე, დაკარგული ნივთების ძ ებნასა და მესამე პირებზე მანიპულაციური ზემოქმედების საკითხებზე.
10. როგორ ხდება ჩაწერა და თანხის გადახდა? კონსულტაციაზე ჩაწერა და ანაზღაურება ხდება წინასწარ. სეანსის დასაჯავშნად ან დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ სასაუბროში ან: WhatsApp — +995511254025







