top of page
ენერგეტიკული სტაბილიზაცია: მხარდაჭერა | VOX UNIVERSUM

ენერგეტიკული სტაბილიზაცია: მხარდაჭერა

დრო შინაგანი სიმშვიდისთვის


აღწერა:

არის მომენტები, როდესაც ყოველდღიური აქტიურობა თუ ინტელექტუალური ანალიზი საკმარისი აღარ არის – საჭიროა გაჩერება, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და ძალების აღდგენა. ეს სესია განკუთვნილია მათთვის, ვინც განიცდის ემოციურ გამოფიტვას, ძლიერ სტრესს, დაბნეულობას ან ენერგეტიკულ დისბალანსს. სესიის ფარგლებში ჩვენ არ ვეძებთ რთულ სტრატეგიებს. ვფოკუსირდებით თქვენს მიმდინარე მდგომარეობაზე, რათა ვიპოვოთ ის „საყრდენი წერტილი“, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის აღდგენაში. სიმბოლოების ენის მეშვეობით, ჩვენ ვუსმენთ სამყაროს მხარდამჭერ გზავნილებს და ერთად ვპოულობთ იმ უხილავ შესაძლებლობებსა და რესურსებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არსებობს, მაგრამ გადაღლილობის გამო შესაძლოა შეუმჩნეველი გრჩებათ. ეს არის თერაპიული ხასიათის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ენერგეტიკული ველის სტაბილიზაციას და შინაგანი მთლიანობის განცდის აღდგენას. აქ ტარო გვევლინება როგორც მეგზური, რომელიც მიგანიშნებთ, სად იპოვოთ ძალა შემდგომი ნაბიჯებისთვის და როგორ იგრძნოთ სამყაროს მხარდაჭერა ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი. ⦿ დამატებითი ინფორმაცია: ● ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია (ვიდეოზარი). • I ვარიანტი (ერთჯერადი სესია): 45 წუთი – 90 ₾. • სპეციფიკა: განკუთვნილია მიმდინარე ემოციური დაძაბულობის შემცირების სწრაფი ეფექტისა და შინაგანი ბალანსის ოპერატიულად აღდგენისთვის. • II ვარიანტი (შემეცნებით-თერაპიული კურსი): • 5 შეხვედრა (კვირაში 1 სესია, თითო სესიის ხანგრძლივობა – 45 წუთი) • კურსის ღირებულება – 400 ₾. • კურსის სპეციფიკა: მიზნად ისახავს სისტემურ და ეტაპობრივ მუშაობას შინაგანი რესურსების გასააქტიურებლად, გრძელვადიანი ფსიქო-ენერგეტიკული სტაბილურობის მისაღწევად და მყარი საყრდენი წერტილების ჩამოსაყალიბებლად.


დაინტერესების შემთხვევაში,
სესიის დასაჯავშნად მომწერეთ:

Whats App.png

VOX UNIVERSUM

© VoxUniversum, 2023-2026

bottom of page