top of page

ენერგეტიკული სტაბილიზაცია და სამყაროს მხარდაჭერა

სივრცე შინაგანი სიმშვიდისთვის

არის მომენტები, როდესაც ყოველდღიური აქტიურობა თუ ინტელექტუალური ანალიზი საკმარისი აღარ არის — საჭიროა გაჩერება, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და ძალების აღდგენა. ეს სესია განკუთვნილია მათთვის, ვინც განიცდის ემოციურ გამოფიტვას, ძლიერ სტრესს, დაბნეულობას ან ენერგეტიკულ დისბალანსს.


სესიის ფარგლებში ჩვენ არ ვეძებთ რთულ სტრატეგიებს. ვფოკუსირდებით თქვენს მიმდინარე მდგომარეობაზე, რათა ვიპოვოთ ის „საყრდენი წერტილი“, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის აღდგენაში. სიმბოლოების ენის მეშვეობით, ჩვენ ვუსმენთ სამყაროს მხარდამჭერ გზავნილებს და ერთად ვპოულობთ იმ უხილავ შესაძლებლობებსა და რესურსებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არსებობს, მაგრამ გადაღლილობის გამო შესაძლოა შეუმჩნეველი გრჩებათ.


ეს არის თერაპიული ხასიათის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ენერგეტიკული ველის სტაბილიზაციას და შინაგანი მთლიანობის განცდის აღდგენას. აქ ტარო გვევლინება როგორც მეგზური, რომელიც მიგანიშნებთ, სად იპოვოთ ძალა შემდგომი ნაბიჯებისთვის და როგორ იგრძნოთ სამყაროს მხარდაჭერა ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.

  • ხანგრძლივობა - 45 წუთი.

  • კონსულტაციის ღირებულება - 90 ₾.

bottom of page